დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩზე, ვალერი ზალუჟნიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის უკრაინაში მივესალმები. ჩვენ შემდგომი თანამშრომლობის საკითხებსა და უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ერთობლივ პროექტებს განვიხილავთ“, – დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
ვალერი ზალუჟნიმ დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!