ლევან ხაბეიშვილი – მინდა გთხოვოთ ამყვეთ: „გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა ვიჯეროთ! მათი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით კიდევ გოლი, კიდევ გოლი“ – ქართველი ხალხი 1:0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან ბრძოლაში

ქართველი ხალხი 1:0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან ბრძოლაში. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ.
მისივე თქმით, ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, არის .
„ჩემო ძვირფასებო, ჩემმა კოლეგებმა ძალიან დეტალურად ისაუბრეს, საქმიანად. მე მინდა, ერთი რამე გთხოვოთ და ამყვეთ – „გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა ვიჯეროთ! მათი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით კიდევ გოლი, კიდევ გოლი“. ქართველი ხალხი 1:0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან ბრძოლაში. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. თინამ ახსენა და აუცილებლად მეც უნდა ვთქვა, ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვო თავისუფლება ქართველ ხალხთან ერთად. აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად დავამარცხებთ იმ ხალხს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე „ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს“, თურმე, „სადაც უნდათ ეს სტატუსი იქ წაიღონ“ და „თუ არ მოგვცემენ პრობლემა არ არის“. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ქართველი ხალხი იგებს 1:0-ს და წინ არის დიდი გამარჯვება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიას – ან დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ან კიდევ ერთი „ტოპმატყუარა“ ხართ – არ გიჩივლებ, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ

გიორგი გახარია – მოხდა გეგმის საბოტაჟი და იმ წერტილებზე, სადაც ქართული საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა რუსეთის საგუშაგოები, ფრიალებს რუსეთის დროშა – მინისტრმა და კიდევ ვიღაცამ დრო იხელთა – მოგიწოდებთ, შექმნათ კიდევ ერთი კომისია!

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ, თქვენი ალიბი სახლში დატოვეთ, არ ვარგა – ჩვენთან თუ არ გაივლი გაკვეთილს, რომელ პროკურატურაში მისასვლელად ვარგიხარ?