კარიერის პირველი ნაბიჯები – რომელ ქართულ კლუბში გადავიდა კვარას ძმა

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დინამო თბილისმა ხვიჩა კვარაცხელიას ძმა, თორნიკე კვარაცხელია დაიმატა.

როგორც იწერება, პირველ ეტაპზე თორნიკე აკადემიაში ითამაშებს, თუმცა მთავარ გუნდში დაწინაურების შანსი მალევე ექნება, რადგან დინამოს გაახალგაზრდავების პოლიტიკა აქვს არჩეული.

თორნიკე კვარაცხელია ახლა 14 წლის გახლავთ. ის საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მოთამაშეა და 3 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისამდე უმცროსი კვარა ინტერის აკადემიაში თამაშობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო