პაატა ზაქარეიშვილი – USAID-ის მიერ „რევოლუციის დაფინანსება“ არის აბსურდი – რევოლუციას ვერც ოპოზიცია ქმნის, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც USAID და ვერც ტრამპი, რევოლუცია შეიძლება შექმნას მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“

ტრამპის პოლიტიკა იმპერიალისტურია და ამ ფონზე USAID ინსტრუმენტია – „ქართული ოცნება“ პარაზიტია და კარგად ერგება დიდ სახელმწიფოებში, ამ შემთხვევაში -ში მიმდინარე პროცესებს, რომელიც ბოროტებაა და მსოფლიოს პრობლემას უქმნის – პროგრესი, რაც მსოფლიოში ამერიკის მეთაურობით მიდიოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, USAID-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები „ფუნდამენტურია და არა მხოლოდ USAID-ს, არამედ მსოფლიოში ამერიკის როლს ეხება“.
„დიფ სტეიტი“ არის სწორედ ის, რაც დღეს ტრამპს ასულდგმულებს. ეს ნიშნავს იმას, რომ „ჩვენ ვართ მდიდრები, ძლიერები, ღონიერები და რა შავ ქვად გვინდა ეს საერთაშორისო სამართალი“. მეტიც, ტრამპი ამბობს, საერთაშორისო სამართალი კი არა, ამერიკული სამართალიც არ გვჭირდება. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, კონგრესში შეჭრილი ადამიანები შეიწყალა. ანუ, სახელმწიფო ინსტიტუტზე განხორციელებული აგრესორები შეიწყალა და უამრავი სხვა რამ გააკეთა, რაც მეტ-ნაკლებად იყო კანონის ფარგლებში. ტრამპი ამერიკას უყურებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ვიწრო, მდიდარი ადამიანის [თვალით]. ეს არასწორია. რადგან ამ პოლიტიკამ ორ მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა და დიდი სახელმწიფოების ნებამ – მე თვითონ მოვაგვარებ სიტუაციას და შეთანხმებები არ მჭირდება. ტრამპის ეს პოლიტიკა იმპერიალისტური პოლიტიკაა და ამ ფონზე, USAID ინსტრუმენტია. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ამერიკის სიდიადეს ახორციელებდა. USAID ახორციელებს იმ ღირებულებების რეალიზაციის მხარდაჭერას, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაშია. დღესაც, USAID ეხმარებოდა ავღანეთს. USAID ეხმარება ყველგან იქ, სადაც სახელმწიფო თვითონ ვერ სწევს ამ საკითხებს – ვაქცინები, ბავშვთა ჯანდაცვა, უსაფრთხოების საკითხები. როდესაც სახელმწიფო სთხოვს ამერიკას, რომ მე ვერ ვწვდები და შენ გთხოვ, ამერიკას ამისთვის აქვს ეს ინსტიტუტი [USAID]“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შეფასებებს, რომ USAID საქართველოში რევოლუციურ პროცესებს აფინანსებდა, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან „რევოლუციას მხოლოდ ის სახელმწიფო აპარატი ქმნის, რომლის წინააღმდეგაც ისაა მიმართული“.
„რევოლუციებს ქმნის მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება, სხვა არაფერი, რევოლუციას ქმნის მხოლოდ ის სახელმწიფო აპარატი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია რევოლუცია. ხელოვნურად რევოლუციის დაფინანსება შეუძლებელია. ადამიანი არასდროს გამოვა ქუჩაში თავისი სიცოცხლის შესაწირად სხვისი ფულის გამო. სიცოცხლეს არავინ სწირავს ფულის გამო. სიცოცხლეს სწირავენ იდეის გამო. იქ, სადაც რევოლუცია ხდება, ადამიანები თავის სიცოცხლეს სწირავენ, რათა გაუშვან ხელისუფლება, რადგან ხელისუფლება მათ მაინც კლავს. რაღა მან მომკლას, მე თვითონ შევაკლავ თავს. ამიტომ რევოლუციების დაფინანსება არის ბოდვა. ეს არის აბსურდი. რევოლუციას ვერც ოპოზიცია ვერ ქმნის, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც USAID და ვერც ტრამპი. რევოლუცია შეიძლება შექმნას მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
კონფლიქტოლოგმა ასევე უპასუხა კითხვას, რეალურად, რატომ ამოიღო „ქართულმა ოცნებამ“ მიზანში USAID. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, “საქართველო ტრამპის ტრენდს მოაჯდა“.
„არსებობენ დიდი თევზები და პარაზიტი თევზები, რომლებიც მიჰყვებიან დიდ თევზებს და მათი ნასუფრალით იკვებებიან. პატარა სახელმწიფოებია უნგრეთი, საქართველო, , რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ წონასწორობა და თამაშობენ დიდი სახელმწიფოების განსხვავებასა და ერთობაზე. „ქართული ოცნება“ იყო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი ევროპაში. პარადოქსია. დღემდე, ჯერ კიდევ უწერიათ წესდებაში, რომ სოციალ-დემოკრატიული მიმართულება აქვთ. რაღაც მომენტში, როდესაც კრიზისი იგრძნეს და იგრძნეს, რომ არ შეიძლება დემოკრატიაზე დააფუძნო ძალაუფლება, გადავიდნენ ულტრა მემარჯვენეობაზე. ღარიბაშვილი ჩავიდა უნგრეთში, სადაც ულტრა მემარჯვენეების ყრილობაში მიიღო მონაწილეობა, როცა წესდებაში სოციალ-დემოკრატები უწერიათ. საქართველო „მოაჯდა“ მსოფლიოში არსებულ ტრამპის ტრენდს. ტრამპი უკვე წასული იყო და გაბრაზებული – თვლიდა, რომ მას წაართვეს ხელისუფლება, ძალაუფლება და ემზადებოდა, ფლოქვებს ყრიდა, რათა ხელისუფლებაში მოსულიყო. ეს ტრენდი კარგად დაიჭირა „ქართულმა ოცნებამ“, აშკარად დან ჩამოწოდებით. ყველა დიდი ნარატივები, როგორც წესი რუსეთიდან მოდის, რადგან სიტყვა-სიტყვით მეორდება, ორბანის, ფიცოს მეტყველებაში – „გლობალური ომის პარტიის“ ფაქტორი, „დიფ სთეითი“, რუსული კანონის მიღება-არ მიღება. ყველაფერი ეს რუსეთიდან წამოსულია. ეს არის სურკოვის ცნობილი იდეოლოგია და მას „დიფ სტეიტი“ პირველად აქვს გამოყენებული თავის ცნობილ წერილში პუტინიზმის უკვდავებაზე. იქ პირდაპირაა ნახსენები ის, რასაც „დიფ სტეიტს“ ეძახიან. ანუ რუსეთმა იპოვა ოქროს გზა, სადაც შეიძლება, ულტრა მემარჯვენეობით მოატყუოს, „დააბოლოს“ მოსახლეობის ნაწილი, ბირთვი, რომელიც კონსერვატიულია და ცვლილებები არ უნდა, რეფორმების არ სჯერა და აწყობს კომფორტი, რაშიც იმყოფება. „ქართული ოცნება“, ისევე როგორ ორბანი, ფიცო, პარაზიტი ორგანიზაციებია, პარაზიტი სახელმწიფოები, რომლებიც კარგად ერგებიან მათი ინტერესებიდან გამომდინარე დიდ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებს. ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებს, რომელიც გულზე არ მეხატება და მიმაჩნია, რომ ეს არის ბოროტება, რომელიც მსოფლიოს პრობლემას უქმნის. პროგრესი, რაც მსოფლიოში ამერიკის მეთაურობით მიდიოდა, დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.