გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს ფინანსური დახმარების სანაცვლოდ იშვიათი მინერალები მიაწოდოს.
Reuters-ის ინფორმაციით, შოლცმა შესაბამისი განცხადება ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
”ეს იქნებოდა ძალიან ეგოისტური, ძალიან ეგოცენტრული. უკეთესი იქნება ასეთი რესურსების ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის გამოყენება“, – აღნიშნა შოლცმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს დახმარების სანაცვლოდ იშვიათი მინერალები უნდა მიაწოდოს.