ბელგიის პრემიერის თქმით, ორბანს EU-ს სამიტის შემდეგ უნდა „მოეკეტა“

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კრუმ უნგრელი კოლეგა, გააკრიტიკა. როგორც ბელგიის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ეთანხმები, იმის შემდეგ აღარ უნდა თქვა, რომ სხვა აზრი გაქვს და „უნდა მოკეტო“.
კერძოდ, ჟურნალისტებთან სთან მოლაპარაკებების გახსნაზე საუბრისას დე კრუმ თქვა:
„გადაწყვეტილება აუცილებლად შესასრულებელია 27 ქვეყნისთვის. ესაა თამაშის წესები და ისინი ყველა იცის. თუ ეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, რაც მიიღო 27-მა ადამიანმა სხდომაზე, მერე აღარ უნდა თქვა, სხვა აზრი მაქვსო. ამის შემდეგ, უნდა მოკეტო… ეს არ უნდა მეთქვა.“, – აღნიშნა მან.
ბელგიის პრემიერმა ადამიანში, რომელმაც აღარ უნდა თქვას, რომ სხვა აზრი აქვს, უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი იგულისხმა. ევროკავშირის ლიდერთა სამიტამდე ორბანი იმუქრებოდა, რომ დაბლოკავდა უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
საბოლოო ჯამში, ორბანმა მოლაპარაკებების გახსნას არც მხარი დაუჭირა, თუმცა არც ვეტოს უფლება გამოიყენა. მან უბრალოდ დატოვა სხდომა, რითაც დანარჩენ ქვეყნებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღების საშუალება მიეცათ. მოგვიანებით ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთს არ სურდა არასწორი გადაწყვეტილების ნაწილი ყოფილიყო.
დე კრუს ჟურნალისტებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეც ჰკითხეს. როგორც მან თქვა, საქართველოს წევრობისთვის რეფორმების გატარება სჭირდება.
„ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას. ჩვენი გზავნილი შემდეგია – ეს გრძელი გზაა, ბევრი რეფორმაა საჭირო, მაგრამ ვისაც სურს ევროკავშირის წევრობა, რაც გარანტირებს უსაფრთხოებას და ქმნის კეთილდღეობას… რეფორმებს თუ გაატარებთ, შეგიძლიათ ამის ნაწილი იყოთ“, – თქვა მან.
14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.
ამავე თემაზე:
· “გილოცავ, საქართველო!” – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში
· ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებას ივანიშვილს ულოცავს

ასევე დაგაინტერესებთ