მელია ამბობს რომ დაკავების შემდეგ პოლიციელმა გიორგი ჩოქურმა მასზე იძალადა

პარტია “ახალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე, , რომელიც 2 თებერვალს თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე პოლიციამ დააკავა, უკვე თავისუფალია. პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან ტვ პირველთან საუბრისას თქვა, რომ პოლიციაში ისანი-სამგორის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილის, გიორგი ჩოქურის მხრიდან ფიზიკური ძალადობის სამიზნე გახდა.
“სკამზე მჯდომ ადამიანს, ხელბორკილდადებულს, გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს. ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე მეტია, პოლიციის შენობაში, დაკავებული ვარ – რა გვიკვირს, ნაწამები არიან ადამიანები, მაგრამ დაკავებულის ცემა როგორ შეიძლება. გამჭვირვალე შენობაში პოლიციის უფროსის მოადგილე იმას რომ ბედავს რომ დაკავებულ ადამიანს წიხლს უტყამს და საკუთარი თანამშრომლები რომ არა, რომლებიც სამართლიანობა მოითხოვს, შუაში ჩადგნენ…” – თქვა ნიკა მელიამ სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ. მისი აღწერით ეს იყო “ორტემპიანი შეტევა” პოლიციელის მხრიდან და ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მეორე სართულზე, საერთო სივრცეში, სადაც ოპერმუშაკები მუშაობენ და მათ გარდა სხვა არაერთი პოლიციელი იყო, რომლებმაც ჩოქური გააკავეს.
ნიკა მელიას გარდა 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე დააკავეს ყველაზე ცოტა, 25-მდე ადამიანი. მათ ნაწილს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აქციის კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები დაკავების შემდეგ მოქალაქეებს ე.წ. დაკავების მანქანებში ჩასმამდე. დაკავებების ნაწილს პირადად ხელმძღვანელობდა და რამდენიმე დაკავებულს ფიზიკურადაც გაუსწორდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, -სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევებისთვის დასანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი. რამდენიმე დღის წინ მიხეილ ყაველაშვილმა თავის მოადგილეებთან ერთად მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.
თბილისი მოლთან 2 თებერვალს აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. აქციის დაწყებამდე -მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად