პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ მოსკოვიდან აღმოსავლეთით, 200-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ვლადიმირის სასამართლოს 15 დეკემბერს უთხრა, რომ ნავალნიმ რეგიონის ციხე დატოვა, თუმცა მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი არ გაუმხელია.
“ფედერალური პენიტენციური სამსახური არ ამბობს ის სად წაიყვანეს და სად იმყოფება ახლა” – წერს ადვოკატი ვიაჩესლავ გიმადი პლატფორმაზე X და დასძენს – “მის შესახებ 10 დღეა არაფერი ვიცით”.
“არ არის ცნობილი ის სად წაიყვანეს” – ამბობს ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმუში. მისი თქმით, ადვოკატებს შეატყობინეს, რომ ოპოზიციონერმა ვლადიმირის ციხე 11 დეკემბერს დატოვა.