საქართველოს თავდაცვის მინისტრი „Glock GmbH“ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „Glock GmbH“ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტთან და რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე კომპანიასა და თავდაცვის უწყებას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობა და სიახლეები გააცნო.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში საქმიანობის გაფართოების კუთხით დაინტერესება გამოხატეს და ადგილობრივი წარმოების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას