არგენტინამ, შესაძლოა, რუსეთში ნაყიდი ვერტმფრენები უკრაინას გადასცეს

არგენტინა განიხილავს უკრაინისთვის ორი Mi-171E ტიპის ვერტმფრენის გადაცემას, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ მედიაზე დაყრდნობით.
არსებული ცნობებით, საბჭოთა კავშირში შექმნილი ვერტმფრენები, რომელიც არგენტინამ თავის დროზე სგან შეიძინა, ახლა არ გამოიყენება ლათინოამერიკული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში.
მოლაპარაკებები ვერტმფრენების გადაცემაზე არგენტინაში უკრაინის პრეზიდენტის, ს ვიზიტისას გამართულა. ზელენსკი ბუენოს-აირესში ახალი პრეზიდენტის, ს ინაუგურაციას ესწრებოდა. მილეი მკვეთრად პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა და ს უჭერს მხარს.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები არგენტინული მხარისთვის ვერტმფრენების ღირებულების კომპენსაციაზე. -მ მზადყოფნა გამოთქვა, მათი ღირებულება გამოაკლოს იმ ფასს, რომელიც არგენტინამ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებში უნდა გადაიხადოს.