თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო – პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი ტერიტორიიდან გაიყვანა

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა.
კერძოდ,აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
ტერიტორიიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა, “ინტერპრესნიუსი” ცდილობს გადაამომწობს ინფორმაცია, მოხდა თუ არა მათი დაკავება. ასევე, “ახალის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიიდან გაიყვანეს აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.
დემონსტრანტები ცდილობდნენ, სრულად დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. შეხლა – შემოხლის დროს დაშავდა ერთი პირი, რის გამოც, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა