„ვულოცავ სრულიად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას“ – ვილოდიმირ ზელენსკი

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
„სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა და მივულოცე მას და სრულიად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილისგან მივიღე მოლოცვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაზე უკრაინასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – აღნიშნავს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი