ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები – პირობას ვდებთ, გავათავისუფლებთ ქვეყანას და ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე – მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების ცვლილებაა

პირობას ვდებთ ჩვენ გავათავისუფლებთ ქვეყანას, ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, სოლიდარობა ყველა ჩაგრულს,- ეს განცხადება ევროპის მოედანზე საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააკეთეს, რომლებიც 20 დღეა, ამავე უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ.
მათი თქმით, „მთავარი მოთხოვნაა ხელისუფლების ცვლილება, რადგან ევროპული მომავალი საფრთხეშია“.
„20 დღეა უნივერსიტეტში ვართ, დავრჩებით მანამდე, სანამ რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან.
უსამართლობა საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს, ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეები ტყვეობაში არიან.
ჩვენ ვაპროტესტებთ სოციალურ უთანასწორობას, ჩვენ ვაპროტესტებთ მიწების გასხვისებას და ქვეყნის გაყიდვას. ვაპროტესტებთ არარსებულ საყოველთაო ჯანდაცვას, ჩვენ ვაპროტესტებთ ემიგრაციას, შიმშილს, სასაცილო ხელფასებს, ხელოვანთა და ინტელექტუალთა დევნას”, – აღნიშნეს სტუდენტებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: მხოლოდ იანვარში 56 მილიონი დოლარის ნავთობია გატანილი – ან ეს არის იმპორტირებული ნავთობი, რომელსაც სახელი ეცვლება და ექსპორტზე გადის, ან შემოდის რუსული ნედლი ნავთობი და ყულევის ტერმინალში გადამუშავდება