“რატომ აწყენინა მთავრობამ კალაძეს?” –

პოლიტიკოსი, :
ყველა დაქირავებული იხდის საშემოსავლოს ხელფასიდან 20 პროცენტის ოდენობით. სამშენებლო სექტორში იპოვეს ხვრელი-დაქირავებულ მუშებს აფორმებდნენ ინდმეწარმეებად და ისინი იხდიდნენ შემოსავლიდან 1 პროცენტს. სინამდვილეში ამ გადასახადს იხდის დამქირავებელი და ბიუჯეტისთვის ის უკავებს ფულს დაქირავებულს.
დღეიდან მცირე მეწარმეებისათვის დაწესებული ეს შეღავათი მშენებლობის სექტორში უქმდება. ამის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტში სამშენებლო ლობი, მაგრამ კანონი მაინც ამოქმედდა. რატომ აწყენინა მთავრობამ კალაძეს და კომპანიას, იმ მშენებლებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ოცნებასთან? იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით 200 მილიონი ლარი შევა ბიუჯეტში. საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ეს ფული საკმაოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისათვის.
მოკლედ რომ ვთქვათ, დღემდე სამშენებლო სექტორის დიდი ნაწილი საშემოსავლო გადადასახადს ფაქტობრივად არ იხდიდა, რაც დარგობრივი შეღავათის ნაირსახეობაა, რაც არასწორია სამათლიანი კონკურენციის თვალსზრისით.
ჩნდება კითხვა-ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმში გადასვლა ხომ არ მოხდება მუშებისათვის ხელფასების შემცირების ხარჯზე? არა მგონია. ამ დარგში დიდი კონკურენციაა, ფიზიკურად აქტიური სამუშაო ძალისგან კი იცლება ქვეყანა. კვალიფიციური მუშის მოძებნა არაა ადვილი შრომის ბაზარზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)