ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ასევე ჩხრეკენ დათო ფუთურიძის სახლსაც.
ნიკოლოზ ლაცაბიძის მამა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.
„აქციებზე დადის და იმიტომ ისჯება, მე ასე მგონია“, – განაცხადა ნიკოლოზ ლაცაბიძის მამამ.
როგორც -ს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქმეზე გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირები დაადგინა და მათ მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.
ასევე, არსებული ინფორმაციით, გამოძიება უკავშირდება თბილისის რამდენიმე ადგილზე, მათ შორის მეტროსადგურებში გამოჩენილ წარწერებს – „მოკალი ქოცი“.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ნიკოლოზ ლაცაბიძე და დათო ფუთურიძე ამ დროისთვის, დაკავებულები არ არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა