საქართველოს დელეგაცია აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა

საქართველოს დელეგაციამ პოლონეთში აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოგონებისა და მათი ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს დელეგაცია სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ პირებთან ერთად მონაწილეობდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საკონცენტრაციო ბანაკებში გადარჩენილმა ადამიანებმა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი