ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების შემდეგ, რუსეთის მეგობარმა ქვეყნებმა შესაძლოა აფხაზეთი დამოუკიდებლად აღიარონ – TASS

რუსეთში ს დე ფაქტო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა, კან ტანიამ “TASS-ს” განუცხადა, რომ სადმი მეგობრული ქვეყნების მიერ აფხაზეთის “დამოუკიდებლობის აღიარება შესაძლოა ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების დასრულების შემდეგ მოხდეს”.
“მსოფლიოში ახლა რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა. იქმნება გავლენის ახალი ზონები, ზოგიერთი ქვეყანა რუსეთისკენ იხრება, ზოგი უფრო მჭიდროდ უერთდება დასავლურ ბლოკს, კოლექტიურ დასავლეთს. როდესაც დასრულდება ახალი გავლენის ზონების ფორმირების პროცესი, ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის დახმარებით, ჩვენ შევძლებთ ახალი ურთიერთობების დამყარებას ქვეყნებთან, რომლებიც გეოპოლიტიკურად შეუერთდებიან რუსეთის ბლოკს,” – განაცხადა მან.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა დამოუკიდებლად აღიარეს ვენესუელამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ და სირიამ.