საკრებულოს სხდომა, სადაც კახა კალაძე, წლიურ ანგარიშსა და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს, საკრებულოს ფრაქცია „საქართველოსთვის“ ორმა წევრმა დატოვა

საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის მერი, , წლიურ ანგარიშსა და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს, საკრებულოს ფრაქცია „საქართველოსთვის“ ორმა წევრმა დატოვა.
როგორც ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, დღეს არის ისტორიული დღე, ზეიმის დღე და სხდომაზე მწვავე დისკუსიის გამართვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ამასთან, დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში საკუთარ ადგილებზე ევროკავშირის დროშაც გადაფინეს.
„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ნამდვილად ისტორიულ დღეს, რაც პირველ რიგში, ქართველი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდების, მოქალაქეების, წინაპრების დამსახურებაა. ამისთვის ბევრმა ადამიანმა თავიც კი შესწირა და ნამდვილად საზეიმო დღე გახლავთ, რაც, ჩვენი აზრით, გამართლებული არაა მერის ანგარიშს რომ დაემთხვა. ბატონო კახა, ისევე როგორც წინა წლებში, შეგეძლოთ სხვა დრო შეგერჩიათ თქვენი ანგარიშისთვის, იმიტომ, რომ დღეს არის ზეიმის დღე.
ჩემთვის სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს ისტორიული დღეც პიარტექნოლოგიური მიზნებისთვისაა გამოყენებული და ჩვენს გუნდს ნამდვილად არ აქვს სურვილი ამ პიარტექნოლოგიური სვლის მონაწილე იყოს. დღეს არის საზეიმო დღე. ყველას ვულოცავ, ვინც ამ დღის დადგომაში წვლილი შეიტანა. უბრალოდ, ჩვენ არ გვსურს ამ პროცესში მონაწილეობა და პროტესტის ნიშნად ვტოვებთ დღევანდელ სხდომას. მერს კი მოვუწოდებთ, რომ თუ მას აქვს სურვილი, რომ ნამდვილად კრიტიკული კითხვები მოისმინოს ჩვენგან, ჩვენი გუნდისგან, სხვა დროს მობრძანდეს საკრებულოში. კარგ ხასიათზე ვართ და ვზეიმობთ. ჩვენს ადგილებზე კი იმის ნიშნად, რომ ჩვენი გუნდის მისწრაფება არის ევროკავშირი და ეს არის საქართველოს უალტერნატივო მომავალი, ევროკავშირის ეს დროშა აქ იქნება“,- განაცხადა გიორგი შარაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ