14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს

მოშიმშილე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი 14 ქვეყნის საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
დიპლომატიური უწყებები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის საქმის თაობაზე და მიიჩნევენ, რომ მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია.
საელჩოები მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ და წერენ, რომ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს უნდა გადაეხედოს.
მედიის თავისუფლების კოალიციის წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას. მზია დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს. ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში. შეგახსენებთ, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
· ავსტრიის საელჩო
· ჩეხეთის საელჩო
· დანიის საელჩო
· ს საელჩო
· საფრანგეთის საელჩო
· გერმანიის საელჩო
· ლატვიის საელჩო
· ლიეტუვას საელჩო
· ნიდერლანდების საელჩო
· ნორვეგიის საელჩო
· შვედეთის საელჩო
· შვეიცარიის საელჩო
· გაერთიანებული სამეფოს საელჩო
· უკრაინის საელჩო

ასევე დაგაინტერესებთ