ავსტრიის საელჩო – გილოცავ საქართველო, ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს!

საქართველოში ავსტრიის საელჩო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გილოცავ საქართველო! გუშინ ისტორიული დღე იყო, ევროპულმა საბჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს! შემდეგი ეტაპი ევროპული კომისიის 9 რეკომენდაციის შესრულებაა. წარმატებას და ძალას გისურვებთ! ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – ნათქვამია საქართველოში ავსტრიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს