პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა“ 7 მძევალი გაათავისუფლა

პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა“ შვიდი მძევალი გაათავისუფლა , – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის ორი მოქალაქე, 29 წლის არბელ იეჰუდი და 80 წლის გადი მოზესი, ასევე, ტაილანდის ხუთი მოქალაქე გაათავისუფლა.
მანამდე, „ჰამასმა“ ისრაელელი ქალი ჯარისკაცი, 20 წლის აგამ ბერგერი გაათავისუფლა.
ისრაელელი მძევლების სანაცვლოდ ისრაელი დღეს 110 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ახლა როდესაც ვაჟა ფშაველას ვკითხულობ, თვალწინ მასავით მთიელი ბიჭი მიდგება, დაცემული, მაგრამ არა მუხლებზე მდგარი… უსიტყვო, მაგრამ ყველაზე მეტის მთქმელი… ცოცხალ-მკვდარი, მაგრამ უკვდავებისთვის დაბადებული!