BTU-ში მასტერკლასი „AI და კიბერუსაფრთხოება“ გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ ჩაატარა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა მასტერკლასი თემაზე „AI და კიბერუსაფრთხოება“, რომლის სპიკერიც გახლდათ გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე.
ღონისძიება ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ტენდენციების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად. მომხსენებელმა განიხილა ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოების კონტექსტში. ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ ჩარჩოებზე, რომლის შემუშავებაზეც მუშაობა მიდის -სა და ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ყველა საკვანძო მიმართულებით გულისხმობდეს სამართლებრივი ნორმების დაცვას, ეთიკური სტანდარტების უზრუნველყოფას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებას.
მასტერკლასი ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მას ესწრებოდნენ როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრის სპიკერი ირაკლი ბერიძე, რომელიც გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელია, 2022 წელს BTU-ს საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოვდა. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ბერიძეს წოდება საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის დანერგვასა და BTU-ს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა. იგი აქტიურად იყო ჩართული ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაში, რომელიც BTU-მ შეიმუშავა.
გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო BTU-ს სადოქტორო პროგრამის – „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ შექმნაში. შეხვედრას მოდერაციას უწევდა BTU-ს აფილირებული პროფესორი, სადოქტორო პროგრამის – ,, ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში” – ხელმძღვანელი ხათუნა ბურკაძე.
როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ასეთი ტიპის ღონისძიებებს რეგულარული ხასიათი აქვს და მათი ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს