„ჰამასმა“ ისრაელელი მძევალი – ქალი ჯარისკაცი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ისრაელელი ქალი ჯარისკაცი, 20 წლის აგამ ბერგერი გაათავისუფლა.
აგაბ ბერგერის გარდა დღეს „ჰამასი“ ისრაელის ორ მოქალაქეს, 29 წლის არბელ იეჰუდსა და 80 წლის გადი მოზესს, ასევე, ტაილანდის ხუთ მოქალაქეს გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 7 ისრაელელი მძევალი და 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ახლა როდესაც ვაჟა ფშაველას ვკითხულობ, თვალწინ მასავით მთიელი ბიჭი მიდგება, დაცემული, მაგრამ არა მუხლებზე მდგარი… უსიტყვო, მაგრამ ყველაზე მეტის მთქმელი… ცოცხალ-მკვდარი, მაგრამ უკვდავებისთვის დაბადებული!