“გადამიხსნიდა თავს…” – ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

საჩივარი – საჩივრის საპასუხოდ. ალი ბაბაევს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტა ხნის წინ ვერის პოლიციას განცხადებით მიმართა.
მოვდიოდი ქუჩაში ჩემთვის, ვიღაცამ შემაგინა, როგორც ჩანს, იცოდნენ, რომ ამ ინციდენტზე რეაგირება მექნებოდა და ეს ინციდენტი მომიწყვეს. მაგრამ ის მტკიცებულება, რაც მათ ჰგონიათ, რომ მათი პოზიციის გამამყარებელია, სინამდვილეში მათი საწინააღმდეგოა. რომ მივდიოდი რკინის ჯოხით გამომეკიდა. ვიღაც ბიჭი ფანჯრებს წმენდდა და იმას წაართვა ჯოხი, ვიღაც ქალს რომ არ ეკივლა გადამიხსნიდა თავს, კადრებში ჩანს კიდეც, რა გამეტებით მომიქნია. ყურს არ იბერტყავს გამოძება. აქაც რომ მოვედით, რა თქმა უნდა, იმის იმედი არ გვაქვს, რომ დაფაცურდებიან, ყოველშემთვევაში, ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ. ახლა 6-ში გვაქვს სასამართლო, წესით, ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ალი ბაბაევის წინააღმდეგ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჩემი მკვლელობის მცდელობით და არა ჩემს წინააღმდეგ”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შს მინისტრის მოადგილე – 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც უკვე დაკავებულია 13, ორი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში

ვიქტორ ორბანი – ზელენსკი კვლავ იყენებს ჩვეულ მორალური შანტაჟის ტაქტიკას – ბატონო პრეზიდენტო, ევროკავშირში შანტაჟის გამოყენებით არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა და ეს არც ახლა მოხდება