Reuters – ყოფილ ამერიკელ სენატორს ქრთამის აღებისა და უცხოური აგენტობის გამო 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ყოფილ ამერიკელ სენატორს ქრთამის აღებისა და უცხოური აგენტობის გამო 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ყოფილი ამერიკელი სენატორი, ბობ მენენდესი, რომელიც -ის სენატში ნიუ-ჯერსის შტატს 18 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, გასული წლის ივლისში სასამართლომ 16-ვე ბრალდებაში, მათ შორის, კორუფციისა და თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო.
პროკურორების განცხადებით, ბობ მენენდესი ქრთამის აღების სანაცვლოდ ეგვიპტისთვის მილიონობით დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას უზრუნველყოფდა.
ბობ მენენდესი პირველი ამერიკელი სენატორია, რომელიც უცხოურ აგენტად მოქმედებისთვისაც გაასამართლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს