გრიგოლ გეგელია – ასეთი ტოტალური კრახი საქართველოს ისტორიაში არცერთ სამთავრობო დელეგაციას არასდროს განუცდია – წულუკიანმა სტრასბურგში დაიწყო კარიერა და იქვე დაასრულა

ასეთი ტოტალური კრახი საქართველოს ისტორიაში არცერთ სამთავრობო დელეგაციას არასდროს განუცდია – წულუკიანმა სტრასბურგში დაიწყო კარიერა და იქვე დაასრულა, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ევროპის საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოთხი ოპოზიციური კოალიციის საგარეო გუნდმა, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორმა და პარტნიორებმა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენის გაკეთებაა შესაძლებელი ერთიანი ძალისხმევით.
„114 – 13, სტრასბურგში იზეიმა ქართულმა დემოკრატიამ!
ასეთი ტოტალური კრახი საქართველოს ისტორიაში არცერთ სამთავრობო დელეგაციას არასდროს არ განუცდია.
გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას დაევალა ს დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სისტემური ძალადობის გამოძიება, დღეს კიდევ ორი ცხადი სიკეთე დაემატა:
· ქოცების მიერ რეზოლუციაში ინცირებული სამივე ცვლილება ერთხმად იქნა უარყოფილი; ვერცერთი ვერ გაიტანეს.
· ახალი ს წინ დაემატა სიტყვა “საპარლამენტო”, რათა ცრუპენტელა ბოროტმოქმედების პარტიად ინტერპრეტაციის საშუალება არ მიეცეს.
ეს არის სრული და ტოტალური კრახი. წულუკიანმა სტრასბურგში დაიწყო კარიერა და იქვე დაასრულა.
ჩვენ კი, ოთხი კოალიციის საგარეო გუნდმა, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორმა და ჩვენმა პარტნიორებმა, კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, თუ რამდენის გაკეთებაა შესაძლებელი ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს სასიკეთოდ ერთიანი ძალისხმევით“, – წერს გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ