ტელეფონით ვესაუბრე ღარიბაშვილს, სანდუს და ზელენსკის, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება, რომელსაც მათი ქვეყნები იღებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში X წერს, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა, რომლებსაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ისტორიული ნაბიჯი მიულოცა.
“ტელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება, რომელსაც მათი ქვეყნები იღებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით. თქვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია,” – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მომავალშიც მხარს დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგს