ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრმა, ევგენია კრავჩუკმა მიმართა გივი მიქანაძეს, რომელმაც „ჩარევა” უწოდა PACE-ს რეზოლუციას, რომელსაც სხდომაზე ამ წუთებში განიხილავენ – კრავჩუკმა მიქანაძეს უთხრა, რომ „ჩარევაა” ის, რასაც რუსეთი საქართველოში აკეთებს.

როცა უკუსვლაზე ვსაუბრობთ, მე ეს ყველაფერი ნანახი მაქვს. ნანახი მაქვს 2013 წელს, როცა იანუკოვიჩმა ევროკავშირში ინტეგრაციისგან უკან დაიხია, მე ნანახი მაქვს პროტესტი და ეს უკანონო დაკავებები. ჩვენც გვყოლია ჟურნალისტები ციხეში და გამოგვივლია ეს ყველაფერი. ამიტომ, მე მხარს ვუჭერ რეზოლუციას, განსაკუთრებით მოწოდებას ახალი არჩევნებისა და პატიმრების გათავისუფლების შესახებ. მე მინდა ვახსენო მზია ამაღლობელი, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს და რომელსაც 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მას სოლიდარობას ვუცხადებ”, – განაცხადა ევგენიია კრავჩუკიმ PACE-ს სხდომაზე.
