30 იანვარს, ერევანში, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
„ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ და მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს საკითხებს, რომლითაც პირველკლასელთა ასაკი განისაზღვრება 6 წლით, მე-11 კლასში კი რეპეტიტორიუმი შეიქმნება – ასევე, 2028 წლისთვის დასრულდება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე მუშაობა

გიორგი ბარამიძე აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრამდე – საქართველო თავიდან ბოლომდე მოსწყდა დასავლურ ორბიტას და რუსეთის გუბერნიის სტატუსისკენ მიექანება – ბუნებრივია, ჩვენს მეგობრებს აინტერესებთ ჩვენგან ინფორმაცია