„დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ – ამ ლოზუნგით საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ – ამ ლოზუნგით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ხალხისთვის ეთერის დათმობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზოგადოების ხმა არ ისმის.
ადგილზე შეკრებილი არიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები და თანამოაზრეები.
ისინი მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას ითხოვენ.
მოგვიანებით, დემონსტრანტები ტელევიზიის ტერიტორიიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით აპირებენ გადანაცვლებას, სადაც უკვე 63-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი