ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი გაფიცვას აგრძელებს

ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი, ვითხოვთ ხელახლა არჩევნებს და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას,- ამის შესახებ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ.
მათი თქმით, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„ჩვენ, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტთა ნაწილი, ვაგრძელებთ საყოველთაო პროტესტს. ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და რეჟიმის ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას, ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ონლაინგამოცემების – „ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ქალბატონ მზია ამაღლობელს, რომელიც მე-18 დღეა მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. ჩვენი მხარდაჭერა ქალბატონ მზიას. პროტესტი გრძელდება იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”,- აღნიშნეს სტუდენტებმა.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები 15 იანვრიდან სასწავლებელში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა