2024 წლის დეკემბერში ამერიკის ფინანსური სანქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო – ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ავრცელებს.
TI-ის ცნობით, დღეის მდგომარეობით, ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. მათ ოფშორული კომპანიებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანეს და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია „გაასუფთავეს“.
გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან. გადაფორმებულ კომპანიებს მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი გააჩნიათ. დღეის მდგომარეობით მათი განთავსებული კაპიტალი 163,187,800 ლარია. მაღალი ალბათობით, კომპანიების გადაფორმების დროს, ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. „ოფშორული კანონით“ დაწესდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს დაკვირვებას ბიძინა ივანიშვილი კომპანიებზე, თუ როგორ ცდილობს ის სანქციებისგან თავის დაცვას”- აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.
იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/40EuZ9h
