შარლ მიშელი – ტელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება – თქვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია!

ტელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება, რომელსაც მათი ქვეყნები იღებენ ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ტელეფონით ვესაუბრე ახლა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება, რომელსაც მათი ქვეყნები იღებენ ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით. თქვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია!“,- აღნიშნავს შარლ მიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – 2025 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე – ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება