მედიის წარმომადგენლები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მორიგ აქციას მართავენ

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის მიზნით, მედიის წარმომადგენლები მორიგ აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ პოსტერები და ბანერები – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაძლოა სერიოზული საფრთხეები არსებობდეს.
აქციის მონაწილეები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს მოუწოდებენ, თავისი ფუნქცია შეასრულოს, გამოიძიოს საჯარო მოხელეების გადაცდომები და მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. ასევე მოითხოვენ, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-17 დღეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა