ვოლოდიმირ ზელენსკი – მივულოცე სალომე ზურაბიშვილს და სრულიად ქართველ ერს – საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება

საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან და მივულოცე მას და სრულიად ქართველ ერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გამიხარდა პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მოლოცვების მიღება ევროპული საბჭოს მიერ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება,” – წერს ზელენსკი.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!