ნოდარ ხარშილაძე – ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა, ხოლო ირანელებთან კობახიძის ცნობილი ვიზიტი, ძალიან ნეგატიურად აისახება ტრამპის პოლიტიკაზე – ეს წითელი ხაზია, ეს ხელს შეუწყობს სანქციების გამოცხადებას

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობა, ხოლო ირანელებთან კობახიძის ცნობილი ვიზიტი, ძალიან ნეგატიურად აისახება ტრამპის პოლიტიკაზე – ეს წითელი ხაზია, ეს ხელს შეუწყობს სანქციების გამოცხადებას, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ს კუთვნილი პარტიის პოლიტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებს”.
„ბიძინა ივანიშვილის და მისი კუთვნილი პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებს. ეს პოლიტიკა ეფუძნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ირანის ისლამისტურ პოლიტიკასთან დაახლოებას, რაც უკვე მოხდა. მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ორმხრივი სტრატეგიული განცხადება, ხოლო ირანელებთან კობახიძის ცნობილი ვიზიტი, ძალიან ნეგატიურად აისახება ტრამპის პოლიტიკაზე, ეს წითელი ხაზია. შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს სანქციების გამოცხადებას.
ჯო უილსონმა ძალიან სწორად თქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მართლაც, ასეა. უნდა ველოდოთ მეტ სანქციას… იმის მაგივრად, რომ ვსაუბრობდეთ, რა შეიძლება ახალი, კარგი გავაკეთოთ, იმაზე ვსაუბრობთ, თუ რა სახის სანქციები უნდა დაადონ „ქართულ ოცნებას“. ეს არის ბიძინა ივანიშვილის „დამსახურება“, – განაცხადა ხარშილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე