ეკატერინე ხვედელიძის სახელზე, საქართველოში კიდევ ერთი ახალი კომპანია დარეგისტრირდა – რა ხდება ცნობილი?

საქართველოში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია დაფუძნდა. ამჯერად, სააქციო საზოგადოება „ჯი სი ეფ საქართველო“, რომელიც რეესტრში 27 იანვარს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძეა. აღსანიშნავია, რომ ერთკვირიან ინტერვალში ეს უკვე მეორე კომპანია, რომელიც რეესტრში ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა.
რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სს „ჯი სი ეფ საქართველოს“ სამკაციანი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს – ივანე ხვედელიძე, ირინე ქინქლაძე, გელა კობერიძე. კომპანიის დირექტორი კი დავით გალუაშვილია. სს-ის იურიდიულ მისამართად კი „ქართუ ჯგუფის“ ოფისია მითითებული.
დოკუმენტაციის მიხედვით, სს „ჯი სი ეფ საქართველოს“ ნებადართული კაპიტალი 100 მლნ ლარს შეადგენს, კომპანიის განთავსებული კაპიტალი 100 000 ლარია, განაღდებული კაპიტალი კი 25 000 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ივანიშვილი საქართველოში ფლობდა შპს „ჯი სი ეფ პარტნიორებს“ და შპს „ჯი სი ეფ ჰოლდინგ ჯორჯიას“. „ჯი სი ეფ პარტნიორების“ 100%-იანი წილის მფლობელი ს დისშვილი, კახა კობიაშვილია, დირექტორი კი დავით გალუაშვილი. რაც შეეხება „ჯი სი ეფ ჰოლდინგ ჯორჯიას“, რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული „ფრენკსტონ ინტერნეიშენალი“ ფლობს. მისი დირექტორი კი ცოტნე ებრალიძეა.
აღსანიშნავია, რომ ამ ორივე კომპანიასთან იყო დაკავშირებული “თანაინვესტირების ფონდი”, რომელიც ივანიშვილმა 2013 წელს დააფუძნა.
ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე