შიიტი მუსლიმები მაბასის დღესასწაულს ზეიმობენ

დღეს შიიტი მუსლიმები მაბასის დღესასწაულს აღნიშნავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შიიტური მიმდინარეობის მიხედვით, ეს დღე არის მუჰამედის ღვთის მიერ წინასწარმეტყველად დადგინების დღე, როცა მუჰამედს პირველი ზეშთაგონება ზემოევლინა და დაეკისრა წინასწარმეტყველური მისია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს ულოცავს ამ დღესასწაულს, სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება