დანია არქტიკის რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დახარჯავს

დანიამ განაცხადა, რომ არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მის ავტონომიურ ტერიტორიებთან, გრენლანდიასთან და ფარერის კუნძულებთან პარტნიორობით, 14.6 მილიარდ კრონს (2.05 მილიარდი დოლარი) დახარჯავს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეთანხმება მოიცავს სამ ახალ არქტიკულ ხომალდს, უფრო შორ მანძილზე მოქმედ დრონებს სურათების მიღების მოწინავე შესაძლებლობებით და სატელიტური მეთვალყურეობის შესაძლებლობის გაზრდას.
„თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკაში უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებით სერიოზული გამოწვევებია“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პულსენმა.
დანიის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა -ის პრეზიდენტის, ს არაერთი განცხადება, რომ კუნძულ გრენლანდიის შეძენა სურს.

ასევე დაგაინტერესებთ