ძალა ერთობასა და სოლიდარობაშია! საქველმოქმედო აქცია “გადაიხადე რამდენიც გინდა”, რომელსაც საზოგადოების უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა

ძალა ერთობასა და სოლიდარობაშია! ამის დასტურია ჩვენი მკითხველის გამოხმაურება აქციაზე „გადაიხადე, რამდენიც გინდა“, რომლის მიზანი სინდისის პატიმრის ვეფხია კასრაძის ოჯახის მხარდაჭერაა.
მკითხველს შევთავაზეთ მისთვის შესაძლებელი ნებისმიერი თანხა (1 ლარიდან) გადაეხადა მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“ და ამ გზით თუნდაც მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გაეწია პატიმრობაში მყოფი ვეტერანი მებრძოლისთვის, რომელსაც სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდება.
ეს აქცია ყოველთვის იქცევს მკითხველის ყურადღებას, მაგრამ ამჯერად საზოგადოების რეაქციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სამი დღის მონაცემებით უკვე 6700 ლარია შეგროვებული და დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ერთ წიგნში გადახდილი თანხა ას ლარს აღემატება.
დიდი მადლობა ყველას! აქცია გრძელდება სპეციალური ტირაჟის ამოწურვამდე და ნებისმიერ მსურველს მთელი საქართველოს მასშტაბით, „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში შეუძლია მასში ჩართვა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია