პარლამენტის წინ აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა. პროტესტის 61-ე დღეს, პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გამართეს.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა თსუ-დან დაიწყო, შემდეგ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, სადაც მათ აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებმაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართეს აქცია.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი ს დანიშვნა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის დროს ავღანეთიდან შემოვიდა – უნდა უზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს