ფინეთის საგარეო მინისტრი – თუ გსურთ სანდო დემოკრატიად დარჩეთ, უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად, რომელიც ატარებს ისეთ არჩევნებს, სადაც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ

საქართველოში არსებული სიტუაციის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ – ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, ეს მიუღებელია ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველოს სურს, სანდო დემოკრატიად დარჩეს, უნდა შეეძლოს ისეთი ს ჩატარება, რომელშიც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ.
„საქართველოში არსებული სიტუაციის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლა შემიძლია ვისაუბრო, როგორ ეუთოს თავმჯდომარემ. გასულ წელს ეუთომ, ოდირის საშუალებით გამოაქვეყნა ს შესახებ ანგარიში და ასევე რეკომენდაციები არსებითად ახლის ორგანიზების შესახებ. ჩვენ პირველ რიგში ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, ეს მიუღებელია ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში. მეორე არის ის, რომ თუ გსურთ სანდო დემოკრატიად დარჩეთ, უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად, რომელიც ატარებს ისეთ არჩევნებს, სადაც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ“, – აღნიშნა ელინა ვალტონენმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა