სარჯველაძემ არ უპასუხა კითხვას, როგორ არის მოშიმშილე მზია ამაღლობელი

„ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვითხარით“, – მიმართა „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა სარჯველაძეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს.
„რატომ გვაიგნორებთ? რა იცით მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ? აი, გისმენთ“, – ჰკითხა ლიკა ზაკაშვილმა, „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა.
„ვიდექი, ვაპირებდი პასუხების გაცემას ყველა დასმულ კითხვაზე. თქვენ გადაწყვიტეთ ასე გაგრძელება“, – უთხრა სარჯველაძემ დღეს, 27 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინ თბილისი რივერვიუში“ შეკრებილ ჟურნალისტებს, რომლებიც ამაღლობელის შესახებ უსვამდნენ კითხვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი