არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და დამკვირვებლებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ

არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და დამკვირვებლებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილია “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვით, იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს, დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დამკვირვებელი ემატება.
ამავე ცვლილებების ფარგლებში დგინდება ადგილობრივ დამკვირვებელთა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის ახალი კრიტერიუმები.
როგორც “ქართული ოცნება“ განმარტავს, ცვლილებების მიზანს “პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას შორის არსებული ზღვარის უფრო მკაფიოდ დაცვა წარმოადგენს“.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.