ჟურნალისტები, რომლებიც გამოცემა “ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, “ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრს აქციით დახვდნენ.
სარჯველაძემ, იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტების კითხვებისთვის ეპასუხა და სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ და უთხრა, რომ არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
უფრო მეტიც, ჟურნალიტ გელა მთივლიშვილს პირადი შეურაცხყოფაც მიაყენა და უთხრა, რომ მას ღირსება არ აქვს.
თქვენ მიმართ ცინიზმის მეტი სხვა როგორ უნდა მქონდეს რამ, ნუ გწყინთ, თქვენ სად გაქვთ მაგდენი ღირსება, რომ ეს გწყინდეთ- უთხრა მინისტრმა ჟურნალიტს.
სარჯველაძემ ჟურნალისტები ინფორმაციის მიკერძოებულად გაშუქებაშიც დაადანაშაულა.
თქვენ ცდილობთ, თქვენთვის სასურველი ხერხით გააშუქოთ ინფორმაცია,– თქვა მან.
რას პროვოკატორობთ, ეს შეფასებები დაიტოვეთ თქვენთვის და ნუ ყვირით. თუ არ გამატარებთ, ასეთ შემთხვევაში ღონისძიებიების გატარება მომიწევს, – განაცხადა მინისტრმა, რომელიც ცდილობდა ჟურნალისტებს პასუხების გარეშე გაქცეოდა.
შეკრებილებმა მინისტრი შეძახილებით- “თავისუფლება მზია ამაღლობელს“ გააცილეს.(ტვპირველი)
