ზელენსკი უკრაინისთვის და ევროპისთვის “გამარჯვებას” უწოდებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე

უკრაინის პრეზიდენტი, მიესალმა ევროკავშირის ლიდერების მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას კიევთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე და მას უწოდა “გამარჯვება” მისი ქვეყნისთვის და ევროპისთვის.
“ეს არის გამარჯვება უკრაინისთვის. გამარჯვება მთელი ევროპისთვის. გამარჯვება, რომელიც მოტივაციას გვაძლევს, შთაგვაგონებს და გვაძლიერებს” – წერს ზელენსკი პლატფორმაზე X.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.
ევროკავშირის მხრიდან უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილების მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გამოაცხადა პლატფორმაზე X.
ევროკავშირი მოლაპარაკებას დაიწყებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც, “როგორც კი დაკმაყოფილებული იქნება წევრობის კრიტერიუმების აუცილებელი ხარისხი” – წერს შარლ მიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – 2025 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე – ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება