ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფ „ხორტიცას“ მეთაურად მიხაილ დრაპატიი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ხორტიცას“ მეთაურად მიხაილ დრაპატიი დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქში უკრაინის ჯარების სამეთაურო შტაბის გაძლიერების ბრძანება გასცა, რადგან სწორედ იქ არის ბრძოლების ყველაზე სასტიკი მიმართულებები.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გენერალ-მაიორი დრაპატიი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის უფლებამოსილებებს შეინარჩუნებს.
ამასთან, გენერალ-მაიორი ანდრეი გნატოვი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. ზელენსკის თქმით, მისი ამოცანაა ოპერატიული შტაბის მომზადების ახალი დონე და შტაბსა და ფრონტს შორის ურთიერთქმედების უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიხაილო დრაპატიი 2024 წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურად დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ჩემთვის უმძიმესია, რომ გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქვეყანას შეუქმნა სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების საფრთხე

ბიძინა ივანიშვილი – აღარ გვეშლება შეფასება, ვინ მეგობარია ვინ – მტერი – კარგად გავაანალიზეთ, რომ არცერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის – არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს საქართველოს გამოყენების ხარჯზე არ უნდა მოხდეს