აქტივისტი ვახო ფიცხელაური აცხადებს, რომ მას გორში თავს დაესხნენ, გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი მეუღლის თქმით აქტივისტი მაღაზიაში მიდიოდა, როდესაც ის სამმა ნიღბიანმა უცნობმა გაიტაცა, სცემა და გაძარცვა.
„დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინც ხარო და უნდა მოგკლათო. გამძარცვეს, ყველაფერი წამართმევს – ტელეფონი, გასაღები, საფულე“ – უთხრა ვახო ფიცხელაურმა „მთავარს“.
აქტივისტი და მისი მეუღლე გატაცებას ვახო ფიცხელაურის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.
