,, მოვითხოვთ ყველა დამნაშავის უსწრაფეს დასჯას” – შალვა ნათელაშვილი ვახო ფიცხელაურზე

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვახო ფიცხელაურზე თავდასხმას ეხმაურება:
,,ვგმობ გორელ საპროტესტო აქტივისტზე, ვახო ფიცხელაურზე სახელისუფლო ზონდერების მხრიდან ბარბაროსულ თავდასხმას და მოვითხოვთ ყველა დამნაშავის უსწრაფეს დასჯას.“
შეგახსენებთ, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სამოქალაქო აქტივისტი, ვახო ფიცხელაური 3-მა ნიღბიანმა გაიტაცა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
,,მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ იდგა ფურგონი. უნდა გადავსულიყავი, რომ გავეტარებინე. თითქოს ვერ მიდიოდნენ და უნდა მივხმარებოდი, მივწოლოდი. ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინც ხარო და უნდა მოგკლათო. გამძარცვეს, ყველაფერი წამართმევს – ტელეფონი, გასაღები, საფულე. რაც დღეს ქვეყანაში ხდება პირდაპირ მაგას ვუკავშირებ – გამიზნულად დამხვდნენ. მაღაზიაში გავდიოდი. ვიცით რასაც აკეთებო და ვინც ხარო. ყველგან მირტყეს, სახეზე ვაფარებდი. ყველგან ნაცემი ვარ, სულ სისხლიანი მაქვს ყველაფერი” – განაცხადა ფიცხელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო