„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ – ამ ლოზუნგით თსუ-დან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ – ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით არჩევნებზე დამკვირვებლების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვითხოვთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას”!
ისმის შეძახილები – “ვითხოვთ ახალ არჩევნებს”, “ძირს რუსული რეჟიმი”, “არა ხელისუფლების მიტაცებას”, “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”.
მოქალაქეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის მე-60 დღესაც ითხოვენ ახალი დაინიშნოს და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები გათავისუფლდნენ.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.